მედვედევი იპონელებს სამუშაოდ ციმბირში ეპატიჟება

მედვედევი იპონელებს სამუშაოდ ციმბირში ეპატიჟება

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მდევედევმა მიწისძვრით დაზარალებულ იაპონიის მოსახლეობას ციმბირის დაუსახლებელ რაიონებში დასახლება და დასაქმება შესთავაზა. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, იაპონიას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. პრეზიდენტმა იაპონელი ბავშვები რუსეთის სანატორიუმებსა და დისპანსერებში დასასვენებლად მიიწვია, სტიქიით დაზარალებულებს კი სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაცია შესთავაზა.

ადრე იგივე მოსაზრება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა და სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გამოთქვა. ჟირინოვსკის აზრით, იაპონელებმა სიცოცხლისთვის სახიფათო კუნძულები უნდა დატოვონ და რუსეთის თავისუფალ ტერიტორიებზე გადასახლდნენ.

"იაპონიაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ლიბერალ-დემოკრატების ფრაქცია რუსეთის მთავრობას ურჩევს, იაპონიის მოსახლეობას რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლება შესთავაზოს", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

მისი თქმით, "რუსეთში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც იაპონელების მსგავს მშრომელ ხალხს ფეხის მოკიდება არ გაუჭირდება. რუსეთს ეს სარგებელ მოუტანს. დაე, აიშენონ სახლები, ისინი საკუთარ თავს თავადვე მიხედავენ, მიიღონ მოქალაქეობა, შეისწავლონ რუსული ენა და რუსებში აითქვიფონ", - ამბობდა ჟირინოვსკი.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა