ეგვიპტე კონსტიტუციას ცვლის

ეგვიპტე კონსტიტუციას ცვლის

19 მარტს ეგვიპტეში, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რეფერენდუმი იმართება. რეფერენდუმში ქვეყნის 80 მლნ-იანი მოსახლეობიდან 45 მლნ ამომრჩეველი მონაწილეობს. რეფერენდუმის კითხვა ასეთია: უჭერთ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ცვლილება კონსტიტუციის ათ მუხლს შეეხო. ისინი სპეციალურმა კომიტეტმა მოამზადა, რომელსაც ყოფილი მოსამართლე და ისლამისტი ტარეკ ალ-ბიშრი ხელმძღვანელობდა.

კონსტიტუციის განახლებულ მუხლებში საუბარია არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებასა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადებზე. შესწორებების თანახმად, პრეზიდენტს ოთხი წლით აირჩევენ და ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას პირი ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეძლებს. სიახლეა ასევე ასაკობრივი ცენზი - უმაღლეს თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება პირს მხოლოდ 40 წლის შემდეგ ეძლევა. ის აუცილებლად ეგვიპტელი უნდა იყოს, მის ორივე მშობელს კი ეგვიპტის მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს.

ხმის მიცემის პუნქტები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. წესრიგის დაცვაში პოლიციას დამატებით 40 000 სამხედრო მოსამსახურე ეხმარება. ხმის მიცემის პროცესს ევროპარლამენტის 14 დეპუტატი აკვირდება.

25 იანვრის რევოლუციამდე პრეზიდენტის უფლებამოსილება 6 წლით განისაზღვრებოდა.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა