იემენში, ბაჰრეინსა და სირიაში შეტაკებები გრძელდება

იემენში, ბაჰრეინსა და სირიაში შეტაკებები გრძელდება

იემენის დედაქალაქში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლებს უკვე 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქ სანაში, მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის გადაგომას და ცხოვრების პირობების გაიმჯობესებას მოითხოვენ. "როიტერის" ცნობით, იემენში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული. პრეზიდენტმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. სანაში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

დაძაბულია ვითარება ბაჰრეინშიც. პროტესტის ახალი ტალღა იქ მას შემდეგ აგორდა, რაც მარგალიტის მოედანზე ძეგლი აიღეს, რომელსაც ოპოზიცია წინააღმდეგობის სიმბოლოდ მიიჩნევდა.

ანტისახელისუფლებო გამოსვლებია სირიაშიც, სადაც პრეზიდენტ ასადის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციის მიტინგი პოლიციამ დაშალა. დაღუპულია 4, ასობით ადამიანი კი დაშავებულია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა