პრეზიდენტების ყველაზე ცნობილი საყვარლები

პრეზიდენტების ყველაზე ცნობილი საყვარლები

მერილინ მონროსა და ჯონ კენედის ურთიერთობის ამბავის ისევ აქტიურად განიხილავენ. ახალაღმოჩენილი ფაქტები მეტყველებს, რომ მერილინ მონრო შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო პრეზიდენტის საყვარელი იყო.

მათი ურთიერთობები სწრაფად ვითარდებოდა, რაც ბევრს აღაშფოთებდა. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ კენედისთან რომანი იქცა მონროს სიკვდილის ნამდვილ მიზეზად. მსახიობი მკვდარი იპოვეს თავის სახლში 1962 წლის 4 აგვისტოს.

პრეზიდენტების მეგობარ ქალთაგან არავინ არ მოქმედებდა ისე ღიად, როგორც ამას სილვია კრისტელი აკ­ეთებდა. მან ჯერ ეროტიკულ კინოსერიალ "ემანუელაში" თამაშით გაითქვა სახელი, მერე კი საფრანგეთის პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ'ესტენის ლამის ოფიციალური საყვარელი გახდა. სილვიასა და ვალერის რომანი ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ 1974 წელს იგი საფრანგეთის პრეზიდე­ნტი გახდებოდა. არ­ჩევის შემდეგ პრეზიდენტს არ უღალატია ძველი ჩვეულებები­სთვის. სილვიას ყვე­ლა ოფიციალურ ღო­ნისძიებაზე იწვევდნენ. კრისტელს კარგად იცნობდნენ საზღვრებს გარეთაც: დ'ესტენი რეგულარულად დაატარებდა მას უცხოურ ვიზიტებზე. თანაც, არც ერთ ჟურნალისტს არ მიაჩნდა სილვიასა და ვალერის რომანი დაბეჭდვის ღირს თემად.

პრეზიდენტის ყველაზე იღბლიან საყვარლად ალბათ მონიკა ლევინსკი უნდა მივიჩნიოთ. მისმა რომანმა აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონთან სულ რამდენიმე თვეს გასტანა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიბერემდე უზრუნველეყო ლევინსკის ფუფუნებით ცხოვრება. ბილისა და მონიკას რომანი ყველაზე სკანდალური იყო, თავისი ჭუჭყიანი თეთრეულითა და ბრალდებებით. მონიკასთვის ეს სასიყვარულო ამბავი მსოფლიო პოპულარობისკენ გადადგმულ ნაბიჯად იქცა, მან მთელი მსოფლიო შემოიარა ბესტსელერად ქცე­ული წიგნით. წელს კი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა: "მონიკა შავ-თეთრ ფერებში", რომლისთვისაც მრავალმილიონიანი ჰონორარი მიიღო.

ყოფილმა მოდელმა და მომღერალმა კარლა ბრუნიმ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო. საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საყვარლიდან იგი მის კანონიერ ცოლად იქცა. ახლა ფრანგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კარლა ბრუნი სარკოზის კოზირია, რადგან იგი მას ხალხთან უფრო აახლოებს. პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ჭორები იმის შესახებ, თითქოს წყვილი განქორწინების პირასაა, რომ ორივეს საყვარელი ჰყავს, თუმცა ამას წინათ სარკოზიმ და ბრუნიმ განაცხადეს, რომ არათუ შორდებიან ერთმანეთს, პირმშოს დაბადებაზეც კი დაფიქრდნენ.

ჟურნალი "რეიტინგი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა