ლონდონში დღეს სამეფო ქორწილი გაიმართება

ლონდონში დღეს სამეფო ქორწილი გაიმართება

სამეფო ქორწილამდე საათები რჩება. ვესტმინსტერის სააბატოში საქორწინო ცერემონია დღეს, ბრიტანეთის დროით დილის 11 საათზე უნდა დაიწყოს. ცერემონია 12:15 სთ-ზე დამთავრდება. ამის შემდეგ საქორწინო კორტეჟი ბუკინგემის სასახლეში გაემართება.

გავრცელებული ცნობით, საქორწინო ცერემონიის უსაფრთხოებას ხუთი ათასი პოლიციელი დაიცავს. როგორც უცხოური მედია წერს, ყველაზე მეტად ბრიტანეთის ხელისუფლება საქორწინო ცერემონიის უსაფრთხოებით არის დაკავებული.

დიდი და მცირე "უსიამოვნებების" მოწყობის შესახებ მუქარა დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ვრცელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 6 ადამიანი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ინგლისში მომხდარ არეულობას ხელმძღვანელობდნენ. გამოცემა "თაიმის" ცნობით, აღნიშნული პირები ქორწილის დღეს პიკეტის მოწყობას აპირებდნენ.

"სკოტლანდ იარდის" კომისრის მოადგილე ლინი ოუენსის მტკიცებით, ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ქორწილის დღეს ტერაქტია მოსალოდნელი, არ არსებობს. თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ადამიანთა ცალკეული ჯგუფები ან პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შეეცდებიან.

ლონდონში მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების გადამღები ჯგუფები ჩავიდნენ.

მონარქთა ქორწილის სანახავად ბრიტანეთის დედაქალაქში 600 ათასი სტუმარი ჩავიდა, ხოლო ქორწინების ცერემონიალს 2 მლრდ ადამიანი ნახავს.

სამეფო მამულებიდან სააბატოში სხვადასხვა მცენარეებით დატვირთული რამდენიმე კონტეინერი ჩაიტანეს. მებაღეებმა ვესტმინსტერის შიგნით ხეივანიც გააკეთეს: საკურთხეველთან მისვლისას სამეფო წყვილი ნეკერჩხლისა და რცხილის ხეებს შორის გაივლის.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა