აბრამოვიჩი და უსმანოვი ბრიტანეთის უმდიდერსი ადამიანები არიან

აბრამოვიჩი და უსმანოვი ბრიტანეთის უმდიდერსი ადამიანები არიან

რუსი ბიზნესმენები რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი, დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების სამეულში შევიდნენ. რეიტინგი გაზეთ Sunday Times-ის ჟურნალისტებმა შეადგინეს.

სიაში სულ 1000 ადამიანი მოხვდა, რომელთა საერთო ქონებაც 395,8 მლრდ გირვანქა სტერლინგს (650 მლრდ დოლარი) შეადგენს.

ყველაზე მდიდარი კვლავ ფოლადის მაგნატი ლაკშმი მიტალია. მილიარდელებს შორის კალშმის ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მცირე დანაკარგი ჰქონდა. ბოლო ფინანსური კრიზისის შედეგად, მისი ქონება ერთი მეხუთედით შემცირდა და ახლა ის 28 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ბრიტანეთში მცხოვრები რუსი ალიშერ უსმანოვი. "მეტალოინვესტის" დამფუძნებელი ექვსი პოზიციით დაწინაურდა და სიაში წელს მეორე ადგილი დაიკავა. ჟურნალისტების გათვლით, მან თითქმის გააორმაგა საკუთარი ქონება და ახლა ის 20 მლრდ დოლარს შეადგენს.

სიაში მას ჩუკოტკის ექს-გუბერნატორი რომან აბრამოვიჩი მოსდევს. შარშან ის მეორე ადგილზე იყო. ამჟამად აბრამოვიჩის ქონება 16,4 მლრდ დოლარს შეადგენს.

მეოთხე ადგილზეა ბრიტანელი მიწათმფლობელი და ვესტმინსტერის ჰერცოგი ჯერალდ კავენდიში. მისი ქონება 11,5 მლრდ დოლარია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში მილიარდერთა რაოდენობა 53-დან 73-მდე გაიზარდა და ამჯერად, 1000 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 108 ქალია.

მომზადებულია Sunday Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა