დონალდ ტრამპს ყოველდღიურად ვარცხნილობაზე ერთი საათი ეხარჯება

დონალდ ტრამპს ყოველდღიურად ვარცხნილობაზე ერთი საათი ეხარჯება

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში აწ უკვე აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი "საფირმო" ვარცხნილობის საიდუმლო გაამხილა.

Rolling Stones-ის ჟურნალისტთან საუბრისას მან განაცხადა: "მე მხოლოდ შამპუნ "Head and Shoulders"-ს და სავარცხელს ვიყენებ!"

თურმე, ტრამპს ვარცხნილობაზე ყოველდღიურად 1 საათი ეხარჯება. "ჯერ თავს ვიბან, ველოდები, როდის გაშრება. შემშრალ თმას სავარცხლის დახმარებით სასურველ ფორმას ვანიჭებ, სულ ეს არის", - ყვება ტრამპი.

70 წლის დონალდ ტრამპი თავისი ვაცხნილობით დიდ ყურადღებას იქცევს, რაც ძალიან სიამოვნებს. "რადგან ხალხი ამდენს საუბრობს, ესე იგი, ჩემი ვარცხნილობა არცთუ ცუდია", - ამბობს ის.

საიტმა Dailymail-მა ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, როგორ უნდა დაივარცხნოთ თმა, თუ გსურთ დონალდ ტრამპს გავდეთ. 

მომზადებულია www.dailymail.co.uk-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა