ოსამა ბინ ლადენის ბოლო აუდიო-მიმართვა გავრცელდა

ოსამა ბინ ლადენის ბოლო აუდიო-მიმართვა გავრცელდა

ინტერნეტში ბინ ლადენის ბოლო მიმართვა გავრცელდა. ამის შესახებ ვებ-გვერდი SITE იუწყება. ეს საიტი ექსტრემისტული საიტების მონიტორინგითაა დაკავებული.

აუდიომიმართვა, რომელშიც, სავარაუდოდ, ბინ ლადენის ხმა ისმის, 12 წუთიან პროპაგანდისტულ ვიდეოსიუჟეტშია ჩართული. სიუჟეტი ერთ-ერთ ისლამისტურ საიტზე გამოჩნდა. როგორც საიტის წარმომადგენლები ამბობენ, მიმართვა, ბინ ლადენის გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრეა ჩაწერილი.

აუდიოჩანაწერში ბინ ლადენი არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციებზე და სახალხო გამოსვლებზე საუბრობს. ”რევოლუციის მზე მაგრიბში ამოვიდა. ტუნისი იყო პირველი, თუმცა მალე ეგვიპტელმა მებრძოლებმა ტაჰრირის მოედანზე მოიტანეს ნაპერწკალი, რომელიც ტუნისელმა ხალხმა გააღვივა”, - ციტირებს ”როიტერი” ბინ ლადენის სიტყვებს.

ბინ ლადენი პაკისტანის ჩრდილოეთით, აბოტაბადში ამერიკელმა სპეცსამსახურებმა 2 მაისს, სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს. 

მომზადებულია trust.org- ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა