ბენედიქტე XVI : კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს

ბენედიქტე XVI : კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს

რომის პაპმა ბენედიქტე XVI ვატიკანში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეო მიიღო. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ვატიკანში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა.

რომის პაპმა კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის თეოლოგიურ საკითხებზე მომუშავე შერეულ კომისიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით თეოლოგიურ საკითხებში კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების შერეული კომისიის მუშაობას. თუკი ამას ადამიანური თვალსაზრისით შევხედავთ, შეიძლება შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ თეოლოგიური დიალოგის გაგრძელება გართულებულია. ამის მიზეზი განსახილველი თემების სირთულეა. ამ თემების განხილვა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს", - აღნიშნა რომის პაპმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა