ბერლუსკონი პოლიტიკიდან მიდის

ბერლუსკონი პოლიტიკიდან მიდის

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკის დატოვებას აპირებს და არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მსგავსი განცხადებები ბესრლუსკონის ადრეც გაუკეთებია, თუმცა ბოლო დროს ამ თემაზე სულ უფრო ხშირად საუბრობს.

როგორც ბერლუსკონიმ ინტერვიუში აღნიშნა, ის 2013 წელს წავა, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი ვადა ამოიწურება. "მე მზად ვარ ახლავე დავტოვო თანამდებობა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ", - განუცხადა ჟურნალისტს ბერლუსკონიმ.

მან ასევე დაადასტურა, რომ მომდევნო ვადით კენჭს აღარ იყრის. "მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ", - განაცხადა პრემიერმა და იქვე დასძინა, - "77 წლის ასაკში (2013 წელს ბერლუსკონი 77 წლის ხდება) კაბინეტის ხელმძღვანელობას ვეღარ შევძლებ".

ინტერიუში ბერლუსკონიმ საბოლოოდ დაადასტურა მისი მემკვიდრის ვინაობაც. "მემარჯვენე ცენტრისტებიდან პრემიერობის კანდიდატი ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი ანჯელინო ალფანო იქნება, - აღნიშნა მან, - საარჩევნო კამპანიაში მის მხარდასაჭერად მივიღებ მონაწილეობას - "უხუცესი" ვიქნები".

მომზადებულია repubblica.it-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა