სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელი სატელეფონო მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით გადადგა

სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელი სატელეფონო მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით გადადგა

ლონდონის სკოტლანდ-იარდის ხელმძღვანელი სერ პოლ სტივენსონი თანამდებობიდან გადადგა. კომისარმა გავრცელებული ხმები დაადასტურა და განაცხადა, რომ სკოტლანდ იარდის თანამშრომლებს კავშირი ჰქონდათ მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის საგამომცემლო სახლ News International-თან. მერდოკის საგამომცემლო სახლი უკანონო სატელეფონო მოსმენებში დაადანაშაულეს.

სტივენსონი ლონდონის პოლიციას 2 წელი ხელმძღვანელობდა. მისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონისთვის მოულოდნელობა იყო. კემერონმა სტივენსონს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

სკოტლანდ-იარდის ხელმძღვანელს ბრალს იმაში დებდნენ, რომ 2009 წელს მან კონტრაქტი გააფორმა პიარ-კომპანია Сhamy Media-სთან, რომელიც გაზეთ News of the World-ის რედაქტორის ყოფილ მოადგილეს, ნილ უოლისს ეკუთვნოდა. 15 ივლისს უოლისი News of the World-ის თანამშრომლების მიერ სატელეფონო მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით დააკავეს. 

News of the World 10 ივლისს დაიხურა. გამოცემა თანამშრომლები კერძო დეტექტივების მეშვეობით ცნობილი ადამიანების, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრების  სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა