ჰაკერებმა ნიკოლა სარკოზის თავიდან მოშორების ხერხი იპოვეს

ჰაკერებმა ნიკოლა სარკოზის თავიდან მოშორების ხერხი იპოვეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის რეზიდენციის ვებგვერდი ჰაკერებმა გატეხეს.

ინტერნეტ-ხულიგნებმა ელისეს სასახლის ოფიციალურ ვებგვერდზე კომპიუტერული თამაში განათავსეს, რომლის ბანერზე დაწკაპების შემდეგ, მომხმარებლის წინ სარკოზის მულტიპლიკაციური გმირი ჩნდება.

ყოველი დაკლიკების შემდეგ სარკოზის კაცუნა სასახლის კარის მიმართულებით მანქანით მიქრის. იქვე განმარტებულია თამაშის მიზანი: "რაც უფრო სწრაფად დააწკაპუნებთ მაუსს, მით მალე მოშორდება სარკოზი ელისეს სასახლეს".

საფრანგეთის საპრეზიდენტო რეზიდენციის ადმინისტრაციამ ვებგვერდის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში აღდგენა მალევე მოახერხა.

ადმინისტრაციის განცხადებით, ჰაკერებმა მოძველებული დაცვის სისტემით ისარგებლეს და საიტის მთავარ გვერდზე შეაღწიეს.

ჰაკერები სარკოზს უკვე მეორედ უტევენ. იანვარში მათ საფრანგეთის პრეზიდენტის Facbook-ის გვერდზე მისი სახელით განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადების თანახმად, ნიკოლა სარკოზი 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.

მომზადებულია  telegraph.co.uk-ის მიხედვით.

 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა