კარლა ბრუნის ჰიგიენური საფენები აჩუქეს

კარლა ბრუნის ჰიგიენური საფენები აჩუქეს

საფრანგეთის პირველ ლედის ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელმა ქარხნამ ბავშვის საფენები აჩუქა.

ფირმა Ontex-ის წარმომადგენელებმა საფრანგეთის პირველ ლედის ბავშვის 187 ცალი საფენი გაუგზავნა. რაოდენობა შემთხვევით არ შეურჩევიათ - ზუსტად ამდენ ადამიანს ემუქრება უმუშევრობა საწარმოს დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ. 

ორიგინალური საჩუქრით ქარხნის თანამშრომლებს პრობლემისადმი ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ყურადღების მიპყრობა სურდათ.

"ვიცით, რომ ბავშვს ელოდებით და ვფიქრობთ, ჩვენი საჩუქარი ძალიან გამოგადგებათ. თან დიდი იმედიც გვაქვს, რომ ეს ჩვენს საქმესაც წაადგება", - წერდა 187პოტენციური უმუშევარი Facebook-ში გახსნილ საწარმოს გვერზე. თანამშრონლებმა იქვე განათავსეს საჩუქრის გადაცემის მომენტის ამსახველი ფოტო.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა