აშშ-ის მოქალაქეთა 73% ქვეყნის განვითარების კურსს არასწორად მიიჩნევს

აშშ-ის მოქალაქეთა 73% ქვეყნის განვითარების კურსს არასწორად მიიჩნევს

ამერიკელთა 73% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორი გზით მიდის, ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევას კი მოქალაქეთა მხოლოდ 45% ამართლებს.

გამოკითხვას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" აწარმოებდა. სააგენტომ აშშ-ის 1,055 ათასი მოქალქე გამოკითხა. გამოკითხულთა პასუხებმა ცხადყო, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოპულარობის მაჩვენებელი 49%-დან 45%-მდე შემცირდა.

გამოკითხვის ვადა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ აშშ-სთვის საკრედიტო რეიტინგის შემცირების პერიოდს დაემთხვა. ამის ფონზე თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ შერჩეული კურსი ამერიკელთა მხოლოდ 21%-მა მიიჩნია გამართლებულად, 47% კი ვარაუდობს, რომ მომავალში აშშ-ში ეკონომიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი მკვეთრად გაზარდა. თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერის ლიკვიდაციამ ბარაკ ობამას პოპულარობა მხოლოდ 3%-ით გაზარდა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა