Wikileaks: გაერო-ს სამშვიდობოები არასრულწლოვნებს სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ

Wikileaks: გაერო-ს სამშვიდობოები არასრულწლოვნებს სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ

გაეროს სამშვიდობოები აფრიკის ქვეყნებში არასრულწლოვნებს საკვები პროდუქტების სანაცვლოდ, სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ, ნათქვამია საიტ Wikileaks-ზე გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებში. 

კოტ-დიუარში მცხოვრები ათიდან - რვა გოგონა გამოტყდა, რომ ბენინელ სამშვიდობოებთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ, ამის სანაცვლოდ კი მათგან საკვებ პროდუქტებსა და თავშესაფარს იღებდნენ.

Wikileaks-ის მონაცემებით, ჯარისკაცებთან სექსუალურ კავშირს ბავშვებს მათივე მშობლები აიძულებდნენ, რადგან ჯარისკაცები მათ ზრუნვასა და პატრონობას ჰპირდებოდნენ.

გაერო-ს წარმომადგენელმა მიშელ ბონარდომ დაადასტურა, რომ ბენინიდან 16 სამშვიდობო პირი აფრიკაში მართლაც იმყოფებოდა.

ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალდობის შემთხვევები მესამე სამყაროს რამდენიმე ქვეყანაში - კონგოში, კამბოჯასა და ჰაიტიზე - ადრეც მომხდარა, მაგრამ კოტ-დიუარში ეს პირველი შემთხვევაა. მიმდინარეობს გამოძიება. 

მომზადებულია Life News-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა