85 წლის ესპანელი არისტოკრატი მესამედ გათხოვდა

85 წლის ესპანელი არისტოკრატი მესამედ გათხოვდა

ესპანელი არისტოკრატი, მე-18 ჰერცოგინია ალბა 85 წლის ასაკში 60 წლის სახელმწიფო მაღალჩინოსან ალფონსო დიესს გაჰყვა ცოლად. ეს ალბასთვის მესამე ქორწინებაა, მისი ორი ქმარი გარდაიცვალა. ჰერცოგინია ალბა უინსტიონ ჩერჩილისა და პრინცესა დიანას შორეული ნათესავია.

საქორწინო ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართა. ღონისძიებას სულ 40 სტუმარი დაესწრო. წყვილმა მე-15 საუკუნის კოშკში, პალასიო-დე-ლას-დუენიასში იქორწინა. კოშკი სევილიაში მდებარეობს და ჰერცოგინია ალბას რეზიდენციას წარმოადგენს.

ჰერცოგინია ალბას ატმისფერი კაბა ემოსა და ძალიან ბედნიერი ჩანდა. ცერემონიას მისი 6 შვილიდან მხოლოდ 4 - დაესწრო. დანარჩენი ორი - ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო.

ჰერცოგინია ალბას შვილები ამტკიცებდნენ, რომ დიესი ალბაზე ანგარებით ქორწინდება. ჰერცოგინია ალბას ქონება მლრდ ევროს შეადგენს.

ამ განცხადების პასუხად, ჰერცოგინიამ ქონებაზე უარი თქვა და ფული შვილებს თანაბრად გაუნაწილა. გარდა ამისა, მათ დედისგან უძრავი ქონებაც ერგოთ.

პირველად ჰერცოგინია ალბა 21 წლის ასაკში ოფიცერზე პედრო ლუის მარტინესზე გათხოვდა, რომელიც 1972 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ, ჰერცოგინია მეორედ გათხოვდა - მისი რჩეული პროფესიით თეოლოგი ხესუს აგირე იყო. მათ ერთად 2001 წლამდე იცხოვრეს.

85 წლის ჰერცოგინია ალბა გინესის წიგნის რეკორდსმენია. ის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 50 ტიტულის მქონე არისტოკრატია. ტიტულების რაოდენობით ალბა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესაც ჯობნის.

ესპანეთში ჰერცოგინია ალბა ძალიან ცნობილი პერსონაა. ის ტელეშოუებში მონაწილეობს და ესპანური მედიასაშაულებების საყვარელი რესპოდენტია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა