ჰილარი სვონკი და ჟან კლოდ ვან დამი Human Rights Foundation-მა კადიროვის დაბადების დღეზე დასწრების გამო გააკრიტიკა

ჰილარი სვონკი და ჟან კლოდ ვან დამი Human Rights Foundation-მა კადიროვის დაბადების დღეზე დასწრების გამო  გააკრიტიკა

ჰოლივუდის ვარსკვლავები ოსკაროსანი ჰილარი სვონკი და ჟან კლოდ ვან დამი, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის დაბადების დღეზე სტუმრობის გამო ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს.

სვონკმა და ვან დამმა კადიროვის დაბადების დღეზე კარგად მოილხინეს. მოუსმინეს ვანესა მეის და კადიროვიც ადღეგრძელეს.

ფონდ Human Rights Foundation-ის პრეზიდენტმა ტორ ჰალვორსენმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა: "ჰილარი სვონკს უფლება აქვს, ფული სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით იშოვოს, მაგრამ კადიროვის დაბადების დღეზე დასწრება მისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო. მითხარით, ფულის საშოვნელად მიიღებდა ის მონაწილეობას პინოჩეტის მიერ მოწყობილ საზეიმო ღონისძიებაში? ან ალ-ქაიდას რომელიმე ლიდერის მიერ ორგანიზებულ წვეულებაში? ჩვენ უნდა გვახსოვდეს მერაია ქერის, ნელი ფურტადოს, ბიონსესა და 50 ცენტის სირცხვილი, როდესაც მათ მილიონების საშოვნელად მუამარ კადაფის ოჯახისთვის იმღერეს".

6 ოქტომბერს ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს დაბადების დღე უცხოური შოუბიზნესის ვარსკვლავებმა მიულოცეს.

ჟან კლოდ ვან დამი და ჰილარი სვონკი საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ, საზეიმო ცერემოანიაზე კი ცნობილმა მევიოლინემ, ვანესა მეიმ დაუკრა. იუბილარს 35 წელი სიმღერით მიულოცა ცნობილმა უკრაინელმა შემსრულებელმა სოფია როტარუმ, რომელმაც ჩეჩნეთის ლიდერი სცენაზე გადაკოცნა.

ღონისძიებაზე შაკირაც იყო მიწვეული, მაგრამ მომღერალმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა. შაკირამ ამის მიზეზად ჩეჩნეთში ქალთა უფლებების დარღვევა დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია www.contactmusic.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა