დუბაიში ბენაზირ ბხუტოს დედა გარდაიცვალა

დუბაიში ბენაზირ ბხუტოს დედა გარდაიცვალა

ცნობილი პაკისტანელი პოლიტიკოსი, ქვეყნის ექს-მეთაურის, ზულფიკარ ალი ბხუტოს ქვრივი და ბენაზირ ბხუტოს დედა - ნუსრატ ბხუტო დუბაიში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ პაკისტანის სახალხო პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

ნუსრატ ბხუტო გასული საუკუნის 60-იანში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. ზულფიკარ ალი ბხუტომ სწორედ იმ პერიოდში დააფუძნა პაკისტანის სახალხო პარტია, რომელიც ამჟამად ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს.

70-იან წლებში ზულფიკარ ალი პაკისტანის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა, 1970 წელს მისი დასჯის შემდეგ კი ნუსრატი პაკისტანის სახალხო პარტიას რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და იყო ასევე პაკისტანის პარლამენტის წევრი.

მისი ქალიშვილი ბენაზირიც სახალხო პარტიას მეთაურობდა, 1988 და 1993 წლებში კი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც მუსლიმანურ ქვეყანაში ასეთი მაღალი თანამდებობა დაიკავა.

ბენაზირი 2007 წელს მოკლეს, ამის შემდეგ - 2008 წელს - ქვეყნის პრეზიდენტის თანმდებობა მისმა მეუღლემ - ასიფ ალი ზარდარიმ დაიკავა.

ამ წლების განმავლობაში ნუსრატი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა და პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდა.

ნუსრატს პაკისტანის სამხრეთით სინდხის პროვინციაში, ოჯახურ მავზოლეუმში დაკრძალავენ. მის ცხედარს სამშობლოში ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მაზლი ასიფ ალი ზარდარი ჩაასვენებს.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა