თეთრი სახლი: ბარაკ ობამა უცხოპლანეტელებს არ იცნობს

თეთრი სახლი: ბარაკ ობამა უცხოპლანეტელებს არ იცნობს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უცხოპლანეტელთა არსებობის დამადასტურებელ მასალებს არ ფლობს - ნათქვამია ობამას ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

ამ უცნაური განცხადებით თეთრი სახლი კანონს იცავს, რომლის მიხედვით ადმინისტრაცია ვალდებულია ოფიციალური პასუხი გასცეს მოქალაქეების ყველა შეკითხვას, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ყველაზე მეტი ადამიანი ითხოვს.

ამ შემთხვევაში, 5 ათასი მოქალაქე შეუერთდა პეტიციას, რომელიც ხელისუფლებას არამიწიერ ცივილიზაციების შესახებ ინფორმაციას სთხოვს, კიდევ 12 ათასი მომხმარებელი კი ადმინისტრაციას თხოვს დაადასტუროს, ადამიანთა რასის არამიწიერი წარმომავლობა.

ამის პასუხად თეთრი სახლის მეცნიერების და ტექნიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფინ ლარსონი განმარტავს, რომ აშშ-ის ხელისუფლებას დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის შესახებ რეალური ცნობები არ გააჩნია. "არც არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას, თუმცა იმის შანსი რომ სადღაც ტრილიონობით ვარსკვლავს შორის სიცოცხლე არსებობს, მართლაც დიდია", - დასძინა ლარსონმა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა