ანდერს ფოგ რასმუსენმა ხელი მოიტეხა

ანდერს ფოგ რასმუსენმა ხელი მოიტეხა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხელი მოიტეხა. "როიტერის" ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენი ბრიუსელთან მდებარე ტყეში სეირნობისას ველოსიპედიდან გადმოვარდა.

ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის, ოანა ლუნგესკუს განცხადებით, გენერალური მდივანი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სამუშაოს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

მიმდინარე კვირას დაგეგმილი იყო ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტები ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში, თუმცა, ინციდენტის გამო ვიზიტები გადაიდო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა