ობამამ პუტინს გამარჯვება მიულოცა

ობამამ პუტინს გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა ახლო მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

როგორც საერთაშორისო საკითხებში პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, სატელფონო საუბარისას აღინიშნა ბოლო დროს მიღწეული არსებითი წინსვლა ორმხრივ ურთიერთობებში, კერძოდ, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმების, ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართულებით. თუმცა, პუტინმა ობამასთან საუბარში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში პოზიციების სხვაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის ყველა საფუძველი აქვთ ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარღვევისთვის.

უშაკოვის თქმით, ობამა და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში შეხვდებიან და ერთმანეთთან კონტაქტი ექნებათ.

"პუტინმა ობამას რუსეთში საარჩევნო კამპანიის შესახებაც უამბო. ობამამ მას მადლობა გადაუხადა და არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საუბარში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ორივე მხრიდან იყო მძაფრი კრიტიკა, მაგრამ ეს წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა და ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე", - აღნიშნა უშაკოვმა, თუმცა პუტინის თანაშემწეს ჟურნალისტებისთვის არ დაუკონკრეტებია, მიულოცა თუ არა ობამამ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა