იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

იაპონიაში დღეს დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. BBC-ის ცნობით, 09:45 საათზე ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილი გამოცხადდა. ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს იაპონიაში პირველი მიწისძვრა მოხდა.

ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რომელმაც ქვეყნის უდიდესი ნაწილი დატბორა. ავარიების სერია მოხდა იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმა 1"-ზე, რამდენჯერმე რადიაციის გაჟონვაც დაფიქსირდა.

დანგრეულია ათობით დასახლება. ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია 20 კილომეტრის რადიუსში კვლავ საევაკუაციო ზონაა.

ასობით ადამიანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ფუკუშიმას პრეფექტურის მცხოვრებლებს კი საკუთარი სახლების სამუდამოდ მიტოვება მოუხდათ. ძლიერი მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამმა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე დაუდგენელია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა