სარკოზიმ კადაფისგან წინასაარჩევნო კამპანიისთვის 50 მლნ ევრო აიღო

სარკოზიმ კადაფისგან წინასაარჩევნო კამპანიისთვის 50 მლნ ევრო აიღო

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის იმაში ადანაშაულებენ, რომ 2007 წელს მის წინასაარჩევნო კამპანიას ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი აფინანსებდა. სარკოზი ამ ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციამ ახალი ძალით მას შემდეგ იფეთქა, რაც დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტო Mediapart-მა 12 მარტს დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მუამარ კადაფიმ სარკოზის წინასაარჩევო კამპანიისთვის 50 მლნ ევრო გადასცა. Mediapart-ის ინფორმაციით, კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პოლკოვნიკის ვაჟი - სეიფ-ალ ისლამი და ვინმე ZT მონაწილეობდნენ. ამ ინიციატივის მიღმა ლიბიური წარმოშობის, საეჭვო რეპუტაციის ფრანგი ბიზნესმენი, ზაიდ ტაკიდინი იმალება, რომლითაც ადრე საფრანგეთსა და პაკისტანს შორის თავდაცვის სფეროში გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრო იყო დაინტერესებული.

გამოცემის მონაცემებით, 2005 წლის 6 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ვადების შესახებ შეთანხმდენენ. 50 მლნ ევრო, რომელიც კადაფიმ სარკოზის გადასცა, პანამისა და შვეიცარიის ბანკებში "გაათეთრეს". შვეიცარიის ბანკში ანგარიში პარტია "სახალხო მოძრაობის კავშირის" ლიდერის დის - ჟანა-ფრანსუა კოპეს სახელზე იყო გახსნილი, რომელიც სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა.

ამ ბრალდებების გასაქარწყლებლად სარკოზიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა.

2007 წლის ბოლოს სარკოზის გადაწყვეტილებამ, პარიზში უმაღლეს დონეზე მიეღო კადაფი, ოპოზიციასა და მთავრობაში ცხარე დისკუსიები გამოიწვია. საფრანგეთის ლიდერმა მაშინ კადაფის ელისეს სასახლის გვერდით ბედუინთა კარვის გაშლის უფლებაც მისცა. თუმცა ნიკოლა სარკოზი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ლიბიის წინააღმდეგ ოპერაციის ლეგიტიმურობა აღიარა და ლიბიაში კადაფის პოზიციების დასაბომბად ფრანგული თვითმფრინავები გაგზავნა.

მომზადებულია mediapart.fr-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა