პრაღაში ანტისამთავრობო მსვლელობა გაიმართა

პრაღაში ანტისამთავრობო მსვლელობა გაიმართა

პრაღაში ანტისამთავრობო მსვლელობა გაიმართა, რომელშიც 100 000 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც უცხოური მედია წერს, მარშის მონაწილეები "ხისტი ზომების" წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომლის განხორციელებასაც ჩეხეთის მთავრობა საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში აპირებს. მსვლელობის ორგანიზატორი პროფკავშირები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო.

დემონსტრანტებმა მსვლელობისას მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც გააჟღერეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა