საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალი აქტივობაა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალი აქტივობაა

საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის მაღალი აქტივობა ფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლები ავრცელებენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკუთარი პოზიცია პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა გამოხატა. ყველაზე ბოლოს საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ მისცა.

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამოკითხვების შედეგად ორი ფავორიტი - მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტების კანდიდატი ფრანსუა ოლანდი გამოიკვეთა.

ნიკოლა სარკოზის მხარს გამოკითხულთა 24% უჭერს. მას 5%-ით უსწრებს ფრანსუა ოლანდი და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს და მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება, სადაც გამარჯვებას ფრანსუა ოლანდს უწინასწარმეტყველებენ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა