იულია ტიმოშენკო საავადმყოფოდან ისევ ციხეში დააბრუნეს

იულია ტიმოშენკო საავადმყოფოდან ისევ ციხეში დააბრუნეს

უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო საავადმყოფოდან დღეს ისევ ციხეში დააბრუნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტიმოშენკომ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში 20 აპრილის ღამეს გადაიყვანეს.

რუსეთთან 2009 წელს გაზის კონტრაქტების გაფორმებისას უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის იულია ტიმოშენკო გასულ წელს დააკავეს. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

ყოფილი პრემიერი ამჟამად ხარკოვში, კაჩანოვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის სასჯელს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა