ისრაელი მზადაა ირანს ნებისმიერ დროს შეუტიოს

ისრაელი მზადაა ირანს ნებისმიერ დროს შეუტიოს

ისრაელი მზადაა ნებისმიერ დროს დაესხას თავს ირანის ბირთვულ ობიექტებს, თუკი შესაბამისი ბრძანება იქნება, - ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენი განცმა ადგილობრივ გაზეთ "ედიოტ ახრონოტთან" საუბარში განაცხადა.

"მიგვაჩნია, რომ ბირთვული იარაღის მფლობელი ირანი სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის და ისრაელმა ის უნდა შეაჩეროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისი გეგმა გვაქვს", - განაცხადა ბენი განცმა.

მისივე თქმით, ეს სიტყვები არ ნიშნავს ირანთან საომარი მოქმედებების სასწრაფოდ დაწყებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ისრაელი შეტევისთვის ნებისმიერ დროს მზადაა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა