სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივ სროლას სომხეთის არმიაში მსხვერპლი მოჰყვა.

სომხური მედიის ცნობით, დაღუპულია 19 წლის სამხედრო არამ გიულნაზარიანი. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იგი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აზერბაიჯანული მედია კი დაჭრილების შესახებ იუწყება. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად დაჭრილია რაჯაბ სურჰაი ოღლუ ეფენდიევი, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები რამდენიმე კვირაა გრძელდება. ორმხრივი სროლის შედეგად, დაღუპულია ხუთი აზერბაიჯანელი და 10-მდე სომეხი ჯარისკაცი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?