პუტინი "მაგნიტსკის კანონთან" დაკავშირებით საპასუხო სანქციებით დაიმუქრა

პუტინი "მაგნიტსკის კანონთან" დაკავშირებით საპასუხო სანქციებით დაიმუქრა

აშშ-ის კონგრესის მიერ "მაგნიტსკის კანონის" დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკის ცალკეულ მოქალაქეებს რუსეთში შესვლა შეეზღუდებათ, - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მექსიკაში, "დიდი ოცეულის" სამიტზე განაცხადა.

"თუ რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვები დაუწესდებათ, საპასუხო ზომებს გაატარებს რუსეთის ფედერაცია ამერიკის მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობაზეც", - განაცხადა პუტინმა.

აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა კანონპროექტის კენჭისყრა 26 ივნისამდე გადადო. "მაგნიტსკის კანონი" ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო სანქციების ამოქმედებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა