სირია-თურქეთის საზღვართან თურქული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

სირია-თურქეთის საზღვართან თურქული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

სირიის საჰაერო ძალებმა სირია-თურქეთის საზღვართან ახლოს თურქული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.

BBC NEWS-ის ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელ F_4 Phantom-ის ჩამოგდების ფაქტი ოფიციალურად სირიის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა საზღვარი დაარღვია, სირიის საჰაერო სივრცეში საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა და მისი განადგურების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნა მიღებული.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს თურქული მხარე. თურქეთის საჰაერო ძალების ოფიციალური განცხადების მიხედვით სამხედრო თვითმფრინავთან კონტაქტი მაშინ გაწყდა, რა დროსაც თურქეთის საჰაერო სივრცეში, ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციის მახლობლად ხმელთაშუა ზღვის თავზე დაფრინავდა.

F_4 Phantom-ის ეკიპაჟის ორ წევრს ხმელთაშუა ზღვაში თურქეთისა და სირიის სანაპირო დაცვის გემები ეძებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა