კენიაში, ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფეთქება ქალაქ გარისში მდებარე ორ ეკლესიაში მოხდა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ხელყუმბარები ტაძრებში ლოცვისას ისროლეს. 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორმოცმა ქრისტიანმა მძიმე ჭრილობები მიიღო.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის "აშ შაბაბის" ორგანიზებულია.