ჰილარი კლინტონი – აშშ-რუსეთის ურთიერთობაში სირიის თემაზე კვლავ უთანხმოებაა

ჰილარი კლინტონი – აშშ-რუსეთის ურთიერთობაში სირიის თემაზე კვლავ უთანხმოებაა

აშშ-სა და რუსეთს შორის სირიის პრობლემის დარეგულირებასთან დაკავშირებით კვლავ უთანხმოებაა , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკა, მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას განაგრძობს, რათა მათ ბაშარ ასადის რეჟიმთან გამკლავება შეძლონ.

"აუცილებელია, რეალისტები ვიყოთ. სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ შედგა. უთანხმოება რჩება და, სავარაუდოდ, მომავალშიც შენარჩუნდება", - განაცხადა კლინტონმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა ვლადიმერ პუტინმაც, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება არ შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა