რუსეთი და აშშ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადავიდნენ

რუსეთი და აშშ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადავიდნენ

რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადავიდნენ. როგორც უცხოური მედია იუწყება, ქვეყნებს შორის შესაბამისი შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყანა ერთმანეთის მოქალაქეებზე მრავალჯერად და სამწლიან ვიზებს გასცემს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ქვეყნებში დარჩენა უწყვეტად 6 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებამდე ხელსაყრელი პირობების შექმნას ხელს შეუწყობს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით კი, სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმება "ისტორიულია", რომელიც აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის "მნიშვნელოვანი მომენტია".

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა