პირველად ინტერპოლის ისტორიაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალი გახდა

პირველად ინტერპოლის ისტორიაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალი გახდა

პირველად ინტერპოლის ისტორიაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალი გახდა. 8 ნოემბერს რომში, ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის პრეზიდენტად ფრანგი პოლიციის კომისარი მირეი ბალესტრაზი აირჩიეს.

ბალესტრაზი პოლიციის კომისარი 1975 წელს გახდა. მან ცნობადობა ბორდოსა და კორსიკაზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით მოიპოვა.

2010 წლიდან 58 წლის ბალესტრაზი ევროპაში ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მანიუელ ვალსმა განაცხადა, რომ ბალესტრაზი "იმ ქალებს ეკუთვნის, რომლებითაც ფრანგული პოლიცია ამაყობს".

მისი თქმით, ბალესტრაზს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება ახალ თანამდებობაზე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ნარკომოვაჭრეებთან და მაფიასთან ბრძოლაში დაეხმარება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა