ნორვეგიაში საზოგადოებას პირველად უჩვენეს კადრები, სადაც ანდერს ბრეივიკის მიერ შარშან, 22 ივლისს განხორციელებული ტერაქტია ასახული. შოკისმომგვრელი კადრები ტელეკომპანია NRK-მა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, ნორვეგიაში იღებენ ფილმს, რომელშიც 22 ივლისის მოვლენებს აღადგენენ. ფილმში კუნძულ უტოაზე დატრიალებული ტრაგედიის უშუალო მსხვერპლთა მონაყოლიც შევა.