ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
15:41 / 19-12-2012
ამერიკულ სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ბრეივიკის საყვარელი კომპიუტერული თამაშით ერთობოდა
20 წლის ამერიკელი ადამ ლანზა, რომელმაც ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი მოკლა, ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის საყვარელ კომპიუტერულ თამაშს, Call of Duty-ის ხშირად თამაშობდა. თამაშის მთავარი გმირის მისია მტრების განადგურებაა.

აუტიზმით დაავადებული ახალგაზრდა, ბრეივიკის მსგავსად, კომპიუტერთან დიდ დროს ატარებდა.

"ადამი უფანჯრო სარდაფში ცხოვრობდა. მას კომპიუტერი და ტელევიზორი ჰქონდა. ის სარდაფში საცხოვრებლად უფროსი ძმის, რაიანის გამგზავრების შემდეგ გადავიდა", - იხსენებს სანტექნიკოსი პიტერ ვლასიუკი, რომელიც ლანზების ოჯახში მუშაობდა.

მისი თქმით, ძმებს სახლში ყველა სახის საბრძოლო იარაღის პოსტერი ჰქონათ, რაც კი ოდესმე აშშ-ში უწარმოებიათ.

14 დეკემბერს
ადამ ლანზამ მშობლიური ქალაქის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი მოკლა, უმრავლესობა ბავშვები. ლანზა ორი პისტოლეტითა და ნახევრადავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული. ახალგაზრდამ საკუთარი დედა ნენსი ლანზაც იმსხვერპლა. სამართალდამცავთა თქმით, 52 წლის ქალმა იარაღთან ურთიერთობა საკუთარ ვაჟს თავად ასწავლა. გარდა ამისა, ნენსი ლანზა გაწევრიანებული იყო საზოგადოებაში, რომლის წევრებიც სამყაროს აღსასრულისთვის აქტიურად ემზადებიან.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- კონეკტიკუტის ერთ-ერთ სკოლაში 24 წლის თავდამსხმელმა 27 ადამიანი მოკლა

- ბარაკ ობამას ემოციური გამოსვლა კონეკტიკუტში მომხდარი ტრაგედიის გამო

-როგორ იხსნა სიკვდილისგან საკუთარი მოსწავლეები "სენდი ჰუკის" სკოლის მასწავლებელმა

15:20 / 21-12-2012
zugdideli
0
იბერს ვეთანხმები სრულიად...
23:55 / 19-12-2012
ბავშვები
0
ღმერთო, აცხონე მათი სულები! გული და გონება გაუნათე ყველას1 მზარავს როვა წარმოვიდგენ რაც მოხდა! უფალო ,დაგვინდე!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
20:39 / 28-06-2017  Image "ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის უმსგავსო ქმედებაზე წერს
"ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის უმსგავსო ქმედებაზე წერს
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49