ამერიკულ სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ბრეივიკის საყვარელი კომპიუტერული თამაშით ერთობოდა

ამერიკულ სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ბრეივიკის საყვარელი კომპიუტერული თამაშით ერთობოდა

20 წლის ამერიკელი ადამ ლანზა, რომელმაც ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი მოკლა, ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის საყვარელ კომპიუტერულ თამაშს, Call of Duty-ის ხშირად თამაშობდა. თამაშის მთავარი გმირის მისია მტრების განადგურებაა.

აუტიზმით დაავადებული ახალგაზრდა, ბრეივიკის მსგავსად, კომპიუტერთან დიდ დროს ატარებდა.

"ადამი უფანჯრო სარდაფში ცხოვრობდა. მას კომპიუტერი და ტელევიზორი ჰქონდა. ის სარდაფში საცხოვრებლად უფროსი ძმის, რაიანის გამგზავრების შემდეგ გადავიდა", - იხსენებს სანტექნიკოსი პიტერ ვლასიუკი, რომელიც ლანზების ოჯახში მუშაობდა.

მისი თქმით, ძმებს სახლში ყველა სახის საბრძოლო იარაღის პოსტერი ჰქონათ, რაც კი ოდესმე აშშ-ში უწარმოებიათ.

14 დეკემბერს ადამ ლანზამ მშობლიური ქალაქის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი მოკლა, უმრავლესობა ბავშვები. ლანზა ორი პისტოლეტითა და ნახევრადავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული. ახალგაზრდამ საკუთარი დედა ნენსი ლანზაც იმსხვერპლა. სამართალდამცავთა თქმით, 52 წლის ქალმა იარაღთან ურთიერთობა საკუთარ ვაჟს თავად ასწავლა. გარდა ამისა, ნენსი ლანზა გაწევრიანებული იყო საზოგადოებაში, რომლის წევრებიც სამყაროს აღსასრულისთვის აქტიურად ემზადებიან.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- კონეკტიკუტის ერთ-ერთ სკოლაში 24 წლის თავდამსხმელმა 27 ადამიანი მოკლა

- ბარაკ ობამას ემოციური გამოსვლა კონეკტიკუტში მომხდარი ტრაგედიის გამო

-როგორ იხსნა სიკვდილისგან საკუთარი მოსწავლეები "სენდი ჰუკის" სკოლის მასწავლებელმა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა