9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

ეს არის ამბავი 9 წლის ამერიკელ გოგონაზე, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო.

რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე - მათ შორის უწყლობაზე - იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იტანჯება. რეიჩელმა ამ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა.

დედის დახმარებით რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქნათ მისთვის დაბადების დღისთვის საჩუქარი, არამედ ფული ბავშვებისთვის შეეწირათ, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას 300 დოლარის შეგროვება უნდოდა, რათა ამ ფასად 15 ბავშვს მაინც  დახმარებოდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.

მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის შეტყობის შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგონას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობები არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

გვერდის წყალობით მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც რამდენჯერმე შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის ეჩუქებინა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად. მსოფლიომ ისიც შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე.

სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე ადგომითა და ოვაციით შეეგება. ეს იყო მადლობა იმისთვის, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან. ასე რომ, ერთი პატარა სიცოცხლის დასრულებამ მთელი კაცობრიობა დააფიქრა ძალიან მნიშვნელოვანზე - ქველმოქმედებასა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე. როცა გოგონას მშობლები გზაზე აღმართულ ჯვართან გაივლიან, ფიქრობენ, რომ რეიჩელი მათთვის იღიმება.

იხილეთ ვიდეო: 9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა