დამასკოში ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა

დამასკოში ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოში, დანაღმული მანქანის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

აფეთქებაში, რომელიც სირიის მმართველი პარტიის, "ბაასის" სათავო ოფისთან მოხდა, ადგილობრივი მედია ტერორისტებს ადანაშაულებს.

თვითმხილველების განცხადებით, დანაღმული მანქანა რუსეთის საელჩოსთან და პარტია "ბაასის" ცენტრალური ოფისის შუამდებარე გამშვებ პუნქტზე აფეთქდა. ჯერჯერობით დაშავებულთა რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

გაეროს ბოლო მონაცემებით, სირიაში მიმდინარე კონფლიქტს უკვე 70 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა