ჯოხარ ცარნაევმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

ჯოხარ ცარნაევმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილმა ჯოხარ ცარნაევმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მას შემდეგ, რაც საკუთარი კონსტიტუციური უფლებები გააცნეს, რომლის თანახმადაც, მას დუმილისა და ადვოკატის გარეშე ჩვენების არ მიცემის უფლება აქვს. ამის შესახებ CBSNEWS იუწყება.

აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცარნაევს პალატაში გამომძიებლები და პროკურატურის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ე.წ. "მირანდას უფლებები" წაუკითხეს, მან მაშინვე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

"მირანდას უფლებები" ეს იურიდიული ნორმაა, რომელიც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1966 წელს მიიღო. ნორმის თანახმად, დაკითხვამდე დაკავებულს უნდა განემარტოს თავისი უფლებები, ხოლო სამართალდამცავმა კი უნდა მიიღოს დადებითი პასუხი დაკავებულისგან კითხვაზე, გასაგებია თუ არა მისთვის უფლებების არსი. აღნიშნულ ნორმას სახელი დამნაშავე-რეციდივისტის ერნესტო არტურო მირანდას გვარის მიხედვით ეწოდა.

19 წლის ჯოხარ ცარნაევმა თავისი უფლებების გაცნობამდე, გამოძიებას განუცხადა, რომ მისმა უფროსმა ძმამ, 26 წლის ტამერლინ ცარნაევმა ბოსტონის მარათონამდე რამდენიმე ხნით ადრე თავდასხმაში მონაწილეობა შესთავაზა. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი აფეთქებას ნიუ იორკში, თაიმს-სქვერზეც გეგმავდნენ.

მომზადებულია CBSNEWS-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა