ირანის პრეზიდენტს კანონის დარღვევისთვის 74 როზგი ემუქრება

ირანის პრეზიდენტს კანონის დარღვევისთვის 74 როზგი ემუქრება

ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს 74 როზგი ან 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციისას დაშვებული უხეში დარღვევებისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" წერს.

ასეთი მკაცრი განაჩენი ქვეყნის პრეზიდენტს მხოლოდ იმისთვის გამოუტანეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე დასარეგისტრირებლად მან ერთ-ერთ კანდიდატს, კერძოდ თავის მრჩეველს დახმარება გაუწია. ირანის კანონმდებლობით კი, ასეთი ქმედებებისთვის დამნაშავე მკაცრად უნდა გასამართლდეს, თუნდაც საქმე ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ეხებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ ესფანდირ რაჰიმ მაშაეს დასარეგისტრირებლად იმიტომ გაჰყვა, რომ დასვენების დღე ჰქონდა. თუმცა, ირანის კონსტიტუციის დამცველთა საბჭომ მისი ახსნა-განმარტება არ მიიღო და პრეზიდენტისთვის განაჩენი გამოიტანა.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 14 ივნისს გაიმართება. თავად აჰმადინეჯადს არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეუძლია, რადგან ისე მეორე ვადით არის არჩეული.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა