პრინცესა დიანას სიკვდილის გამოძიება განახლდა

პრინცესა დიანას სიკვდილის გამოძიება განახლდა

"პრინცესა დიანა მოკლეს. ეს ბრიტანეთის სამეფო კარის მზაკვრული გეგმა იყო, რომელსაც სკოტლანდ-იარდის მაღალჩინოსნები ხელს აფარებდნენ", - ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი Globe წერს.

გამოცემის რედაქცია ირწმუნება, რომ ამ შეთქმულების დეტალების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

რუსეთის მაფიასთან მჭიდრო კავშირში მყოფი წყარო შოკისმომგვრელ განცხადებას აკეთებს. არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის, რაც ხდებოდა სასახლეში.

ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრინცესა დიანა სამეფო კარის გეგმის მიხედვით მოკლეს, ხოლო მისი მკვლელების ლიკვიდაცია დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით განხორციელდა.

როგორც ჟურნალი Globe წერს, ამ ინფორმაციამ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს 1997 წელს მომხდარი ტრაგედიის თავიდან გამოძიების სურვილი გაუჩინა.

პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ის 36 წლის იყო.

მომზადებულია Globe-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა