პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება

პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება

პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილი ჯერ არ დაბადებულა, თუმცა პატარას გრაფიკი უკვე გაწერილია. გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი და ჰერცოგინია ახალშობილთან ერთად მსოფლიო ტურნეში გაემგზავრებიან.

ქეითს და უილიამს სურთ, რომ ტახტის მემკვიდრე მსოფლიოს თავად წარუდგინონ. წყაროს ინფორმაციით, მოგზაურობა ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, ბავშვის დაბადების პირველივე წელს დაიწყება.

ასეთი მოგზაურობა სამეფო ოჯახისთვის სიახლე არ არის. მსგავს ტურნეში პრინცესა დიანა 10 თვის უილიამთან ერთად გაემგზავრა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა