გამოქვეყნდა უცნობი აუდიო ჩანაწერი - როგორ ”აბამდა” მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს

გამოქვეყნდა უცნობი აუდიო ჩანაწერი - როგორ ”აბამდა” მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს

ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის გახმაურებული რომანის თემა კვლავ აქტუალურია. გამოცემა National Enquirer-ს ხელში ჩაუვარდა მონიკა ლევინსკისა და ბილ კლინტონის 4 წუთიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც 1997 წლის ნოემბრით თარიღდება. ჩანაწერი სექსუალური შინაარსისაა - მონიკა კლინტონს ეუბნება, რომ თუ შეხვედრებზე დათანხმდება, ტანსაცმელს მთლიანად გაიხდის. ჩანაწერიდან 1 წლის შემდეგ, 1998 წელს ამერიკის პრეზიდენტის ღალატის ამბავი ყველამ შეიტყო.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჩანაწერით ირკვევა, რომ 24 წლის თამამი ლევინსკი დაქორწინებულ პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს და ეუბნება, რომ მისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

"ხვალ საღამოს მარტო იქნები. შენთან ორი წინადადება მაქვს. შემიძლია ტანსაცმელი გავიხადო. ვიცი, რომ მოგეწონება. იმედი მაქვს, მოგვიანებით გნახავ და ვიმედოვნებ, რომ ჩემს სცენარს გაყვები და იმას გააკეთებ, რაც მინდა", - ციტირებს მონიკას სიტყვებს ჟურნალი.

როგორც National Enquirer-ის წარმომადგენელი ამბობს, ჩანაწერი და სასიყვარულო წერილები, რომელსაც ლევინსკი კლინტონს უგზავნიდა, მონიკას მეგობრების მიერ დაქირავებულმა დამლაგებელმა იპოვა.

"მინდოდა ეს ყველაფერი 1998 წელს გამენადგურებინა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო შევინახე", - განუცხადა დამლაგებელმა ჟურნალს.

სტატიაში იმ წერილებზეც არის გამახვილებული ყურადღება, რომელშიც მონიკა კლინტონს ახსნა-განმარტებებს სთხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ თქვა უარი კლინტონმა მასთან რომანზე.

"გაბრაზებული ვიყავი, რადგანაც კიდევ ერთხელ უარმყავი. ერთადერთი რაც მინდოდა, რომ ოთახში ყველა გაუჩინარებულიყო და დამუფლებოდი. ბილ, მთელი გულით მიყვარდი".

"მთელი ცხოვრების მანძილზე, არ მესმის როგორ შეგეძლო ყოფილიყავი ასეთი კეთილი და ასეთი სასტიკი ჩემ მიმართ".

"რით დავიმსახურე ეს? სერიოზულ დეპრესიაში ვარ იმის გამო, რაც მოხდა".

"დავკარგე პროფესია და თავი, ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებამ კი გაცილებით მეტი ტკივილი მომაყენა", - ნათქვამია მონიკას წერილებში.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა