პრინცესა დიანას სიკვდილის ახალი ვერსია გავრცელდა

პრინცესა დიანას სიკვდილის ახალი ვერსია გავრცელდა

ამჟამად სკოტლანდ–იარდი პრინცესა დიანას გარდაცვალების ახალ ვერსიას იძიებს. პოლიცია პრინცესა დიანას, დოდი ალ–ფაიედისა და მათი ავტომობილის მძღოლის, ანრი პოლის სიკვდილთან SAS–ის (Special Air Service) სამეფო სპეცდანიშნულების რაზმის კავშირს ამოწმებს. ამის შესახებ გამოცემა The Mirror ავრცელებს ინფორმაციას.

ახალმა მონაცემებმა შესაძლოა, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში მომხდარი ავტოკატასტროფის ოფიციალური მიზეზი შეცვალოს. პროვოკაციულმა ინფორმაციამ სერჟანტ დენი ნაიტინგეილის სასამართო პროცესის მსვლელობისას გაჟონა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაში სცნეს დამნაშავედ. საქმის მასალებში ფიგურირებდა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ სპეცრაზმის სნაიპერი, რომელიც სერჟანტ ნაიტინგეილის ოთახის მეზობელი იყო, აცხადებდა, თითქოს პრინცესა დიანას სიკვდილის უკან SAS–ის ქვედანაყოფი იდგა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს ბრიტანელი რეჟისორის კიტ ალენის ფილმი "უკანონო მკვლელობა", რომელშიც ავტორი აცხადებდა, რომ პრინცესა დიანა ბრიტანული სპეცსამსახურების მსხვერპლი გახდა.

მომზადებულია The Mirror–ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა