სირიის პრეზიდენტი მზად არის, ქიმიური იარაღი გაანადგუროს

სირიის პრეზიდენტი მზად არის, ქიმიური იარაღი გაანადგუროს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მზად არის, ქვეყანაში არსებული ქიმიური იარაღი გაანდგუროს, - ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

ამერიკულ Fox News-თან საუბრისას, ასადმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელისუფლებო ძალები არ არის პასუხისმგებელი 21 აგვისტოში დამასკოში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე.

"ქიმიური იარაღის განადგურება, ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან რთული და ძვირადღირებული ოპერაციაა. განადგურებას დაახლოებით მილიარდი დასჭირდება. ასე რომ, ექსპერტებს უნდა ვკითხოთ, რას გულისხმობენ იარაღის სწრაფად განადგურებაში. ეს ოპერაცია გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს და მას დაახლოებით ერთი წელი ან ცოტა მეტი დასჭირდება", - განაცხადა ამერიკული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა.

მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა