ობამამ აღიარა, რომ მოწევას თავი მეუღლის შიშით დაანება

ობამამ აღიარა, რომ მოწევას თავი მეუღლის შიშით დაანება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან, მაინა კიაისთან საუბრისას აღიარა, რომ ექვსი წელია, მეუღლის შიშით არ ეწევა. ობამას აღიარება NBC-ზე შემთხვევით ჩართული მიკროფონის გამო გავიდა პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ წელს თებერვალში აშშ-ში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი მიიღეს, რომელიც მოწევასა და თამბაქოს გაყიდვაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. კანონის პირველი დებულებები უკვე 1-ლი ივნისიდან შევიდა ძალაში.

"იმედი მაქვს, მოწევას თავი დაანებეთ",- მიმართა ობამამ თანამოსაუბრეს. კიაიმ უპასუხა, რომ დროდადრო ისევ ეწევა და თავის მხრივ, პრეზიდენტს ჰკითხა, მოახერხა თუ არა მან დანებება. "ექვსი წელია სიგარეტი არ მომიწევია, ...რადგან ცოლის მეშინია",- უპასუხა ობამამ ღიმილით.

აშშ-ში პოლიტიკოსების მავნე ჩვევები პრესაში ფართოდ განიხილება. ტელეარხმა Fox News-მა მაყურებლებიც კი გამოკითხა, აირჩევდნენ თუ არა მწეველ პრეზიდენტს. თავად ობამა სიგარეტით საზოგადოებაში წლების განმავლობაში არ გამოჩენილა.

2009 წელს უკვე პრეზიდენტმა აღიარა, რომ კვლავ მავნე ჩვევას ებრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე და ოჯახის წევრების თანდასწრებით არ ეწევა. 

პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ, 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტს სიგარეტის გადაგდებაში ქალიშვილები, მალია და საშა დაეხმარნენ.

"ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, მან მავნე ჩვევის დაძლევა გოგონების გამო შეძლო, რადგან ისინი ისეთ ასაკში არიან, მათგან რაიმეს დამალვა შეუძლებელია",- განაცხადა მიშელ ობამამ.

მომზადებულია NBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა