ერაყში ტერორისტს 14 მოსწავლე ემსხვერპლა

ერაყში ტერორისტს 14 მოსწავლე ემსხვერპლა

ერაყში, სოფელ ქაბაკში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სკოლის ეზოში აიფეთქა.

სათამაშო მოედანზე მომხდარ შემზარავ ინციდენტს 14 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 90-მა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მოსწავლეებთან ერთად აფეთქებას 2 პოლიციელის და 1 მასწავლებლის სიცოცხლე შეეწირა. 

"ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ეს უმანკო პატარები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. რა ბრალი მიუძღვით, სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს? ალ ქაიდა ერაყის შავი ჭირია", - განაცხადა ქალაქის მერმა აბდულ აალ ალ-ობეიდმა.

იანვრის შემდეგ ქვეყანაში ტერაქტების შედეგად 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა