დიანას საუკეთესო მეგობარი: ”პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო”

დიანას საუკეთესო მეგობარი: ”პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო”

ბიოგრაფიული დრამა "დიანა- სიყვარულის ისტორია",  მსოფლიო კინოთეატრებში "მოგზაურობას" განაგრძობს.  რამდენიმე დღის წინ სურათი ბრაზილიაში აჩვენეს, სადაც პრინცესა დიანას უახლოესი მეგობარი ლუსია ფლეჩა დე ლიმა ცხოვრობს.

დე ლიმამ მამაკაცებთან პრინცესა დიანას ურთიერთობაზე ისაუბრა. "პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო", - განაცხადა დე ლიმამ. ასეთივე კატეგორიული განცხადება გააკეთა ლუსიამ დოდი ალ-ფაედის შესახებაც - "დიანა არ იყო მასზე შეყვარებული".

რაც შეეხება კარდიოქირურგ ჰანსტ ჰანს, რომელთან რომანზეც არის ახალი ფილმი გადაღებული, დე ლიმამ აღნიშნა, რომ მის მიმართ "რაღაც ვნება შეიძლება ყოფილიყო".

როგორც ბრიტანული მედია წერს, ლუსია ფლეჩა დე ლიმა პრინცესა დიანას ყველაზე ახლო მეგობარი იყო. მას შემდეგაც კი, რაც ლიმა თავის დიპლომატ მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადავიდა, ის ინარჩუნებდა რეგულარულ ურთიერთობას დიანასთან და დიდ ბრიტანეთში ჩადიოდა ხოლმე. ლიმამ დიანას სასიყვარულო პერიპეტიების მოსმენის შემდეგ მას ხშირად ეუბნებოდა  - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შენ ბრიტანელი კი არა, ლათინოამერიკელი ხარო.

შეგახსენებთ, ფილმი "დიანა- სიყვარულის ისტორია" რეჟისორმა ოლივერ ჰირშბიგელმა გადაიღო. სურათში მთავარი როლი ნაომი უოტსმა და ნავინ ენდრიუსმა შეასრულეს.

ასევე იხილეთ:

უცნობი პრინცესა დიანა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა