უცნაური ადგილები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ

უცნაური ადგილები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ

გთავაზობთ უცნაური ადგილების ფოტოებს, სადაც დღესაც ცხოვრობენ ადამიანები. 

ალ-ჰადჯარაჰი, იემენი

ეს კლდეზე ნაგები ქალაქი იემენის დასავლეთ ნაწილში აშენდა. ამ ადგილის ისტორია იმდენად ძველია, რომ თავად ადგილობრივები ვერ იხსენებენ, როდის დასახლდნენ აქ პირველად ადამიანები.

სიუანკუნი, ჩინეთი

ჩინეთში სულ 5 ყველაზე წმინდა მთა არსებობს და ჰენი, რომელიც პროვინცია შანსიში მდებარეობს, ერთ-ერთი მათგანია. მის გვერდით მდებარეობს სიუანკუნ-სის მონასტერი, რომელიც ითარგმნება, როგორც ”მონასტერი ჰაერში”.

პონტე ვეკიო, იტალია

დასახლებული პინქტიპონტე ვეკიო, იგივე ძველი ხიდი მდებარეობს ფლორენციაში, მდინარე არნოზე. ხიდი 1345 წელს აიგო. ის იმ  მცირერიცხოვანი ხიდების რიცხვს მიეკუთვნება, რომელზეც მაღაზიები და კაფეებია განთავსებული.

კაბადოკია, თურქეთი

ეს უცნაური ადგილი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ძველ დასახლებად. ამჟამად აქ დაახლოებით 2500 ადამიანი ცხოვრობს. ეს თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.

მეტეორას მონასტერი, საბერძნეთი

მეტეორას მონასტერი საბერძნეთის შუაგულშია აგებული.  აქ სულ 6 რელიგიური ცენტრია. ყველაზე ცნობილია რუსანუს მონასტერი, რომელიც 1545 წელს ააგეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა